რამდენიმე დღიანი სამზადისის შემდეგ Land Rover Club Georgia-ს წევრები კვირას 8 საათზე აბანოთუბანში შევიკრიბეთ. 8 მანქანა უკვე ადგილზე იყო და გასავლელად ვემზადებოდით როცა ჰოი საოცრებავ – სრულიად შემთხვევით იქვე გაჩნდა აწ უკვე ჩვენი მეგობარი გია (რომელიც რამდენიმე დღით ადრე გავიცანი) თავისი Range-ით, რომელიც თურმე იქვე გოგირდებში აპირებდა შესვლას და შემდეგ ეკლესიაში მიდიოდა. მაგრამ როცა ჩემგან მოისმინა, რომ ექსპედიციის მიზანი Land Rover-ებით ტაძრების მონახულება იყო, იმ წუთასვე თავის მეგობრებთან ერთად შემოგვიერთდა.

კოლონა რუსთავთან
საბოლოოდ, შევიკრიბეთ შემდეგი შემადგენლობით:
1. ირაკლი ერაძე -Land Rover Discovery II;
2. დათო ხოფერია - Land Rover Discovery II;
3. გიორგი ზაალიშვილი - Land Rover Discovery II;
4. პაატა გაბელია - Land Rover Discovery II;
5. დათო სვიმონია – Land Rover Defender 110;
6. ბადრი მოლაშხია - Land Rover Discovery I;
7. ავთო სუჯაშვილი - Land Rover Discovery I;
8. სერგო მამასახლისი - Land Rover Range Rover L322;
9. გია (a.k.a. კაი კაცი) – Land Rover Range Rover P38;

ლენდ როვერების მწკრივი ჯანდარას ტბასთან
ამ შემადგენლობით გეზი ავიღეთ დავით გარეჯისკენ – რუსთავის გავლით. გზად ხალხის ყურადღება ვერ მოვიცილეთ – 9 მაისს, დილის 9-ზე, 9 Land Rover-ის კოლონა შეუძლებელია ვერ შენიშნო. მაგრამ ეგ კიდე არაფერი – გაკვირვება უნდა გენახათ როდესაც უდაბნოში დაშვებული საბურავით “ჟიგულ”-თან მდგომ კაცს 9 ლენდ როვერი გამოეცხადა საშველად ARB-ს კომპრესორით

ჟიგულის გაოცება
თვოთონ დავით გარეჯი იყო ბრწყივალე!

დავით გარეჯი
რადგან ამინდმა ხელი შეგვიწყო 6 კაცი გავემართეთ საფეხმავლო მარშრუტზე კელიებისკენ, სადაც მოვილოცეთ და ვიხილეთ უძველესი ფრესკები და თვალისმომჭრელი ხედები!

დავით გარეჯი
სამონასტრო კომპლექსიდან გავემართეთ ჭერემისკენ.

გარეჯის უდაბნოს გზაზე
გზაზე ვიღაც მონადირემ გააჩერა ავანგარდში მიმავალი მანქანა, გზიდან გადაახვევინა და ტბისკენ ააღებინა გეზი; ჩვენც მივყევით და ისევ 9 Land Rover-მა მიიღო მე-2 სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა – ამჯერად Isuzu Rodeo იყო დასახსნელი ტალახისგან.

ისუძუს გამოხსნა
ჭერემის გზაზე გადახვევის შემდეგ, მდინარის პირას მოეწყო „ჭამა-სმა დიდად შესარგი“ სადაც სერგომ ტრადიციულად მოამზადა მწვადი წალამზე, ხოლო არამძღოლებმა მიიღეს ღვინო

მწვადები ჭერემთან
ჭამინგის შემდეგ გაირკვა, თუ რატომ გავჩერდით თურმე მაინცდამაინც მაგ ადგილას და არა სხვახან: ჭელოს იქვე ტყეში მიმავალი ჩაბურული ტალახიანი აღმართი დაუნახავს და ჭამინგის მერე… დეფენდერი გავიმეტეთ ხეებთან, ტალახთან, აღმართთან და გრავიტაციასთან საბრძოლველად! მან თვალნათლივ გვაჩვენა, რატომ ვერ ხსნიან ამ ხნის მოდელს წარმოებიდან

Defender defended the brand
გავაგრძელეთ გზა სოფ. ჭერემისკენ, სადაც დაბურულ ხევში მდინარეზეც გავისეირნეთ და აი გამოჩნდა სოფელიც
იქიდან მონასტრამდე რამდენიმე კილომეტრი იყო. მონასტრამდე 700 მეტრით ადრე გადაცწყვიტეთ უკან დაბრუნება, რადგან ძალიან დაბნელდა და ორშაბათი კვლავაც მძიმე დღეა.

გზა ჭერემისაკენ
უკან გზა იყო არანაკლებ შთამბეჭდავი. მე ამას დავარქმევდი “ბნელ ლაით პორნო”-ს

უკანა გზაზე
ღამის კოლონა ჩამოვიდა თბილისში სადღაც 23:00-ისთვის.

The სილამაზე
მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, რომელთა გარეშეც ეს სიამოვნება არ შედგებოდა!

კლუბელები
P.S. გასვლის ფოტოალბომი სრულად დევს ჩვენს Facebook-ის გვერდზე.